სიონის საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრთა გასვლითი ღონისძიება და დაუვიწყარი გამოცდილება
23-03-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში, იძენენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას.

მათ შორის აღსანიშნავია, Rooms Hotel Kazbegi-ში გამართული შეხვედრა, რომელშიც სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

„ზოგჯერ ერთი შეხვედრაც კი საკმარისია, რომ ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები და გამოცდილება აჩუქო. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისთვის სწორედ ასეთი აღმოჩნდა თქვენთან სტუმრობა Rooms Hotel Kazbegi

უღრმესი მადლობა თქვენი გუნდის თითოეულ წევრს სითბოსთვის, ყურადღებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის. გმადლობთ, რომ მოსწავლეთა პრობლემებს მოუსმინეთ, მათი იდეები, მიზნები გაიზიარეთ და უკეთესი მომავლის იმედი ჩაუსახეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან   Rooms Hotel Kazbegi-ს მასპინძლობისთვის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203