
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.
საყოველთაო გლოვას შეუერთდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაც.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოსწავლეებმა, დამრიგებელ მაია რიჟამაძესთან ერთად, მოკრძალებული და ემოციური ღონისძიება გამართეს. შეხვედრის ფარგლებში მათ მოისმინეს პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობელი, ისაუბრეს მის ღვაწლსა და სულიერ მემკვიდრეობაზე.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სანთლები აანთეს, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს პატივისცემა და მადლიერება ყოვლადუწმინდესობის მიმართა.
იხილეთ ფოტოები: