„თოვლიან აპრილში დაბადებული ტალანტი - ელენე ახვლედიანი“- სიონის საჯარო სკოლაში მხატვრის ცხოვრებასა და შემოქმედებას შთამბეჭდავი პროექტი მიეძღვნა
20-03-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ მიმართული სასწავლო მეთოდი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით გამოირჩევა. 

9 თებერვალს სიონის საჯარო სკოლის VII–VIII კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების პედაგოგ ლონდა მაისურაძის ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს პროექტი - „თოვლიან აპრილში დაბადებული ტალანტი - ელენე ახვლედიანი“

მოსწავლეებმა ვრცლად ისაუბრეს ხელოვნების მნიშვნელობაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას. მათ საინტერესოდ წარმოაჩინეს მისი მხატვრული ხედვა, მრავალფეროვანი ნამუშევრები და ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ელენე ახვლედიანის ნამუშევრების შთაგონებით შექმნეს საკუთარი ნახატებიც, რომლებიც თავად დახატეს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს. ეს ნაწილი განსაკუთრებულად ემოციური და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.

პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და თბილ, შემოქმედებით გარემოში ჩაიარა.

სკოლაში გულითად მადლობას უხდიან მშობლებს, პედაგოგებს და ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203