
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პატარა, მაგრამ გულთბილი ღონისძიება გამართეს დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ამაღელვებელი სანახაობით წარდგნენ და ხაზი გაუსვეს დედის შრომასა და ამაგს, ქალის როლს საზოგადოებაში. ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს და სიამაყით აავსეს.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს და მოსწავლეებს საგნებთან ერთად, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სკოლა მცირე კონტიგენტს ითვლის, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ თითოეულ დღეს განსაკუთრებულად მოვეპყროთ და სიყვარულით ავავსოთ. მილოცვებით, სითბოთი და მადლიერებით გადავუხადოთ მადლობა ჩვენს დედებსა და ყველა ქალს, რომლებმაც სიყვარული და მზრუნველობა ცხოვრების გზაზე სიარული გვასწავლეს, თქვენი სითბო, მოთმინება და სიყვარული ყველას გულამდე აღწევს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების ამსახველ ფოტომასალას გვიზიარებენ.
იხილეთ ფოტოები: