„ვზრუნავთ გარემოზე, რომ გვქონდეს სუფთა წყალი“ - გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბუნებრივი რესურსების დაცვის სადარაჯოზე 
20-03-2026

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგნობრივი სწავლების ფარგლებში ფასეულ ღირებულებებსაც სწავლობენ. ამჯერად, კი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გარემოს დაცვის მნიშვნელობა გაიაზრეს. 

ბავშვებმა ი.სიხარულიძის ლექსი - „ვისი ხარ, წყაროვ, ვისი“ შეისწავლეს და გაეცნენ დამატებით ტექსტს ნ.კუპრავას - წყაროს ამბავს“. მოსწავლეებმა ასევე ნახეს სასწავლო ვიდეორესურსი წყლის - წყაროს წყლის სიკეთის შესახებ.

მოსწავლეებმა ნათლად გაიაზრეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნებრივი რესურსები და რატომ უნდა ვიზრუნოთ მათ შენარჩუნებაზე. 

„ვზრუნავთ გარემოზე, რომ გვქონდეს სუფთა წყალი“,- აღნიშნეს ერთხმად მოსწავლეებმა და თანატოლებსაც ბუნების დაცვისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203