ხორხელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძვირფას ქალბატონებს სიყვარული და პატივისცემა ღონისძიებით დაუდასტურეს 
20-03-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლაში 4 მარტს დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ II,III, IV, V,VI კლასის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა სახის აქტივობაში. ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს აღნიშნული კლასების დამრიგებლებმა - მარიზა ქეთელაურმა, მარინე ჯავახიშვილმა და ნინო ბაბილაშვილი-მახარიძემ

მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური ნომრები, ლექსები, სიმღერები  და სხვადასხვა აქტივობები რაც მიზნად ისახავდა  დედების და ქალების პატივისცემისა და მნიშვნელობის წარმოჩენას.

ღონისძიებამ ჩაიარა თბილ და სასიამოვნო გარემოში და მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203