„გვეამაყებით!“ - წალკის N2 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს
20-03-2026

წალკის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ამაყობენ. 

მოსწავლეებმა 15-წლამდელთა შორის, საქართველოს ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზეს. 

საქართველოს ჩემპიონები გახდნენ:

  • ლუკა საგინაძე;
  • გიორგი ანთაძე.

ვერცხლის პრიზიორი:

თენგო გორგაძე.

ბრინჯაოს პრიზიორი:

აჩიკო სურმანიძე.

სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა გამარჯვებით და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ჩვენი საამაყო მოსწავლეების კიდევ ერთი დიდი წარმატება, ვულოცავთ და ვუსურვებთ უფრო მეტ წარმატებას. გვეამაყებით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203