
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში დედისა და ქალთა დღესასწაულები განსაკუთრებული სითბოთი და ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს - შესრულდა სიმღერები, ლექსები და ცეკვები, რომლებიც დედებისა და ქალებისადმი სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდა.
ბავშვებმა დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები დიდი სიყვარულით მიულოცეს და ლამაზი ემოციები აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ღონისძიებები ემსახურება არა მხოლოდ დღესასწაულის აღნიშვნას, არამედ მოსწავლეებში ოჯახური ღირებულებების განმტკიცებასა და სიყვარულისა და სითბოს გაზიარებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: