
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში.
თამაზ მელიქიძის სახელობის საჯარო სკოლა უერთდება საყოველთაო გლოვას. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს და გაიხსენეს მის ცხოვრება და მოღვაწეობა.
„გავიხსენეთ ყველა პერიოდი პატრიარქის ცხოვრებიდან, ვისაუბრეთ მისი ურთულესი მოღვაწეობის შესახებ, მის განსაკუთრებულ სიყვარულზე ჯავახეთის მიმართ გამოვთქვით ღრმა მწუხარება გარდაცვალების გამო, სანთელებდანთებულებმა და თვალცრემლიანმა პატარებმა მოისმინეს პატრიარქის მიერ დაწერილი რამოდენიმე საგალობელი, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, განსაკუთრებული გულისტკივილითთ გამოირჩეოდნენ პატრიარქის ნათლულები. დამწუხრდა საქართველო ,მაგრამ ხარობს ზეცაში უფალი ღმერთი, უფალთან ახლოს მყოფი ჩვენი დიდი მამა კიდევ უფრო ილოცებს თავისი სულიერი შვილებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატივს მიაგებენ უწმინდესის ხსოვნას.
იხილეთ ვიდეო