ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა, რომელიც დიდი სომეხი მწერლის - ავეტიქ ისაჰაკიანის ხსოვნას მიეძღვნა.
მე-11 კლასის მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და გააცოცხლეს მისი შემოქმედება.
მოსწავლეებმა წარმატებით წარმოაჩინეს ნიჭი და შესაძლებლობები და საგნის მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.
ღონისძიება ხელმძღვანელობდა სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლუსინე პაპოიანი, რომელიც მოსწავლეებს ლიტერატურული ღონისძიებებით ანებივრებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: