ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ქართული ენის გაკვეთილი
20-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აქტივობებს სთავაზობენ, რაც ბავშვების მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია მე-4 კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ხილი და ბოსტნეული“. 

მოსწავლეებმა დაამზადეს ბარათები, დახატეს ხილი და ბოსტნეული, შექმნეს პოსტერი, დათესეს სხვადასხვა ბოსტნეული.

სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს არა მხოლოდ თეორიული არამედ პრაქტიკული აქტივობებითაც

სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გუანნა მკოიანი და კონსულტანტ-მასწავლებელი თამილა კობიაშვილი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203