
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად შემოქმედებითი გაკვეთილი ჩატარდა.
მე-2 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის გაკვეთილზე, მასწავლებელ ჰორომსიმე კირაკოსიანის ხელმძღვანელობითა და დახმარებით, დედებისთვის ორიგინალური საჩუქრები მოამზადეს.
პატარებმა ფერადი კანფეტებისგან საკუთარი ხელით შექმნეს ლამაზი კომპოზიციები, რომლებსაც თბილი მილოცვები დაურთეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს აქტივობა არა მხოლოდ სადღესასწაულო განწყობის შექმნას, არამედ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარებისა და ქართული ენის პრაქტიკული გამოყენების წახალისებას ემსახურებოდა.
ბავშვების მონდომებით დამზადებული „ტკბილი თაიგულები“ დედებისთვის ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი სიურპრიზი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: