„ოთხი გენია – ერთი საქართველო“ - რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-7 კლასელთა შთამბეჭდავი პროექტი
20-03-2026

ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო და შთამბეჭდავი პროექტი განახორციელეს, რომელიც ქართველი გენიალური მწერლების შემოქმედებასა და ცხოვრებას მიეძღვნა.

ჯგუფებად დაყოფის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი აქტიურად მუშაობდნენ, აგროვებდნენ მასალებს, იკვლევდნენ როგორც ცნობილ, ისე ნაკლებად ცნობილ ფაქტებს და ქმნიდნენ მრავალფეროვან ნამუშევრებს.

მოსწავლეებმა დიდი მონდომებით გაამზადეს კედლის გაზეთები, დახატეს საყვარელი ავტორების პორტრეტები, მოამზადეს ლექსები და შექმნეს პრეზენტაციები, რომლებშიც თითოეული მწერლის უნიკალური სახე და მნიშვნელობა წარმოაჩინეს.

პროექტი სახელწოდებით - „ოთხი გენია - ერთი საქართველო“ (ვაჟა, ილია, აკაკი, გალაკტიონი)  განხორციელდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ზიზი ჭაჭაშვილის ხელმძღვანელობით.

პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართა ქალაქის მედიათეკაში, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.

აღსანიშნავია მოსწავლეთა ერთგულება, თანამშრომლობა და ის ენთუზიაზმი, რომელმაც ეს პროექტი წარმატებულად აქცია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203