ბუზავეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დღის რეჟიმის შესახებ საინტერესო კედლის გაზეთი შექმნეს 
20-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართულ ენას მრავალფეროვანი - საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ. 

ახლახან, მე-2 კლასში, ქართული ენის მასწავლებლის - იუღაბერ ბიჩახჩიანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა აქტივობა თემაზე - „ალის ერთი დღე“.

მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი დღის რეჟიმის შესახებ. ბავშვებმა გაზეთს ილუსტრაციები და თემატური ფოტოსურათებიც დაურთეს, შესაბამისი ფრაზებითაც გააფრმეს, ბოლოს კი პრეზენტაცია გამართეს და ისაუბრეს დღის რეჟიმის შესახებ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203