ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.
რაღა თქმა უნდა, აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დედისა და ქალთა დღეებს ღონისძიება მიუძღვნეს და ძვრიფას ქალბატონებს - დედებსა და მასწავლებლებს დღესასწაულები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს.
მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს, დედებს საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები მიართვეს და მშობლებს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: