ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
პედაგოგები განსაკუთრებულად ზრუნავენ ყველაზე პატარების - პირველკლასელების წახალისებაზე და პატარებს სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევ აქტივობებსა და მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს სთავაზობენ.
პატარებმა სასწავლო წელიც საზეიმოდ დაიწყეს. პედაგოგებმა პირველკლასელებს ლამაზი დახვედრა მოუწყვეს და სკოლაში შესვლა დღესასწაულად უქციეს. ემოციები ბავშვებს დღემდე მოჰყვებათ, მასწავლებლები კი მრავალფეორვანი აქტივობებითა და სახალისო ღონისძიებებით ყოველთვის ანებივრებენ.
იხილეთ ფოტოები: