​ხარების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას პოსტერი მიუძღვნეს
20-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ

ახლახან, მე-9 კლასში ჩატარდა შემოქმედებითი ხასიათის დავალება ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემაზე - „ბედი ქართლისა“. 

მოსწავლეებმა პირველ ეტაპზე შეისწავლეს ავტორის ბიოგრაფია, პოემის შექმნის კონტექსტი და მე-19 საუკუნის საქართველოს რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, გააანალიზეს მე-18 საუკუნეში ქართლ-კახეთის პოლიტიკური ორიენტაცია, ისტორიული არჩევანი და შედეგები, ცოდნის ორგანიზებისთვის მოსწავლეებმა მოძიებული მასალა წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით,ბოლოს კი შექმნეს საბოლოო პროდუქტი - პოსტერი. 

„ვფიქრობ, მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს ავტორისა და ეპოქის ურთიერთდამოკიდებულება, მადლობას ვუხდი მათ მაქსიმალური ჩართულობისთვისა და მონდომებისთვის!“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ახარებთ მოსწავლეთა ენთუზიაზმი და მონდომება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203