ბეჩოს საჯარო სკოლაში მოსწავლის - ნიკოლოზ კვანჭიანის სპორტული წარმატება საზეიმოდ აღინიშნა
23-03-2026

ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო. 

სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა მე-8 კლასის მოსწავლის - ნიკოლოზ კვანჭიანის სპორტული მიღწევები. 

მე-8 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ კვანჭიანმა ძიუდოს ტურნირში გაიმარჯვა და ოქრის მედალი მოიპოვა. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„სკოლა ყოველთვის ხელს უწყობდა ამ წარმატების მიღწევაში, გამარჯვებულს სკოლამ და დირექტორმა საზეიმოდ გადასცა მის მიერ მოპოვებული ჯილდო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203