„ჩივთქილისის თასი 2026“ - ჩივთქილისის საჯარო სკოლის სკოლის სპორტულ დარბაზში მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირი გაიმართა 
20-03-2026

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ტრადიციული „ჩივთქილისის თასი 2026“. 

15 მარტს, ჩივთქილისის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა მაგიდის ჩოგბურთის ღია ტურნირი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე. 

ტურნირი, როგორც ასეთი ტარდება ყოველწლიურად, ამჯერად უკვე რიგით მესამეა, რაც სავსე იყო აღსანიშნავი თამაშებითა და ქამბექებით

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ჩივთქილისის, ხაჩკოვის, კაბურის, საბეჭისი და წალკის საუკეთესო მოთამაშეები (სულ 40 მონაწილე). 

გამარჯვებულები და საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

არტურ პეტროსიან (ჩივთქილისა)(2X);

ლუკა ნასყანი (ქ. წალკა);

მარლენ სოღომონიანი (ხაჩკოვი).

„ვულოცავთ პრიზიორებს და მადლობას ვუხდით მონაწილეებს, ორგანიზატორებსა და სტუმრებს საინტერესო ტურნირისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203