ჯემალ გაბულდანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მათი თვლასაწიერის გაფართოებას ემსახურება.
მათ შორის, მოსწავლეთა შემოქმედებითობის წახალისების მიზნით, გაიმართა საშემოდგომო გამოფენა, სადაც მოსწავლეთა შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოიფინა.
აღსანიშნავია, საახალწლო კარნავალი, რომელმაც სკოლაში ზღაპრული ემოციები დაატრიალა და ბავშვების დაუვიწყარი ემოცეიბი აჩუქა.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა, მხატვრული კითხვის კონკურსი, სადაც არაერთმა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა მოსწავლემ ისახელა თავი.
სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და გარემსოდაცვითი პასუხისმგებლობის გამომუშავებას.
გაიმართა პრეზენტაციები თემებზე -„ჯანსაღი ცხოვრების წესი“, „გავუფრთხილდეთ გარემოს“, „ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ცხოვრებაა“. ასევე გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო