
თბილისის N142 საჯარო სკოლაში თემაზე - „ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის შემუშავება“ - ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი წარმართა საქართველოში ვიზიტით მყოფმა, არიზონას უნივერსიტეტის პროფესორმა (აშშ), ხელოვნური ინტელექტისა და ინგლისური ენის სპეციალისტმა - ჯოშუა მაკლევერმა.
ტრენინგი წარიმართა ინგლისურ ენაზე. პროფესორ ჯოშუას ასისტირებას უწევდა სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი - ეკა ტაბატაძე.
ტრენინგის დასასრულს პროფესორმა ჯოშუამ ინფორმაცია და რესურსები გაუზიარა მასწავლებლებს.
ტრენინგი შედგა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის (მემორანდუმის) ფარგლებში.
„სკოლის პედაგოგიური საზოგადოების სახელით მადლობას ვუხდით ანა აბესაძეს მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო