ვაჰან ტერიანის სახელობის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
აღსანიშნავია, წიგნის ჩუქებისა და სომეხი მწერლის ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება, რომელიც მე-4 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ხოტბა შეასხეს მის შემოქმედებას, შემდეგ კი ერთმანეთს წიგნები აჩუქეს და მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
ეს დღე განსაკუთრებული იყო განძის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში. დღე, როდესაც წიგნი გულიდან გულამდე ხიდად გაიდო. ხოლო თუმანიანის სიტყვები ჩვენს გზაზე სინათლედ იქცა.
წიგნის ჩუქება მხოლოდ საჩუქარი არ არის, ეს ნდობაა, რწმენა და სითბოა. თითოეული გვერდით, ჩვენ ახალ სამყაროს ვხსნით, ახალ აზრს, ახალ ოცნებას. თავისი სიტყვებით თუმანიანმა გვასწავლა, ვიყოთ კეთილები, სამართლიანები და ჰუმანურები. დაე, მისმა ნამუშევრებმა ჩვენს სულებში სიკეთის ცეცხლი აანთოს, და წიგნი ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარი გახდეს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ცნობილი სომეხი მწერლის შემოქმედებას დიდი სიყვარულით ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: