მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება იმართება და მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. ბევრ ღონისძიებას ყოველწლიური ხასიათი აქვს და სკოლის ტრადიციის ნაწილია.
სწორედ ასეთია „ოქროს შემოდგომა“, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითობის წახალისებას ემსახურება.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, მათ შორის შეასრულეს საცეკვაო ნომრები, სიმღერები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და ხელნაკეთი ნივთებიც წარმოადგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები და დირექციის წევრები, რომელთაც მოსწავლეთა შემოქმედებითობა აღნიშნეს და ბავშვები კომპლიმენტებითა და თბილი სიტყვებით შეაფასეს.
„მადლობა ჩემს კოლეგებს და ჩვენს დირექციას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის. ყველამ გაგვიზიარა სასიამოვნო შთაბეჭდილებები“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: