
ახალქალაქის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან მათი ცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა.
გაკვეთილების შემდეგ მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ერთად დაასუფთავეს საკლასო ოთახები, დერეფნები და სკოლის ეზო, ყველა აქტიურად იყო ჩართული ამ საქმიანობაში.
იხილეთ ფოტოები: