წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების​​ თარიღთან დაკავშირებით შექმნილი კომიტეტის სხდომა გაიმართა 
20-03-2026

13 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით შექმნილი საორგანიზაციო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა. 

სხდომა 13 მარტს გაიმართა და განხილულ იქნა საორგანიზაციო საკითხები და ღონისძიებათა გრაფიკში შესატანი ცვლილებები.

ასევე დადგინდა მომავალ სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი.

სხდომა შეაჯამა სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203