საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ
19-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-2 კლასელებისთვის საინტერესო  საგანმანათლებლო ექსკურსია მოეწყო. 

სკოლა-გიმნაზიის II კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ქეთი მოსულიშვილის ხელმძღვანელობით, ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა მოინახულეს ქართული ხალხური სიმღერებისა და საკრავების მუზეუმი.  მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ტრადიციულ მუსიკალურ კულტურას, დაეთვალიერებინათ უნიკალური საკრავები და მოესმინათ ინფორმაცია ხალხური სიმღერის ისტორიისა და განვითარების შესახებ.

მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო შეკითხვა დასვეს და დიდი ინეტერესით გაეცნენ ქართული ფოლკლორის მრავალფეროვნებას. ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა, და კიდევ უფრო გააღრმავა მათი ინტერესი ეროვნული კულტურის მიმართ.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203