
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შორაპნის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სასწავლო აქტივობა მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ და ბავშვების დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
აღსანიშნავია მეტად საინტერესო პროექტი, რომელზეც მე-2 კლასელებმა იმუშავეს.
პროექტი სახელწოდებით - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“, მე-2 კლასის მოსწავლეებს პედაგოგმა, ლელა კირკიტაძემ შესთავაზა.
მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ამ პროექტზე. შექმნეს ჯგუფები, შეადგინეს იდეების რუკა, დახატეს ბავშვთა ქალაქი, იმსჯელეს საკითხზე - „მე რომ თომას ადგილზე ვიყო“.
მსჯელობით და ბევრი სახალისო იდეებით დატვირთულებმა საბოლოოდ ჯადოსნური ქალაქიც ააშენეს და სახელად „სატკბილეთი“ დაარქვეს. „სატკბილეთში“ გასართობი ატრაქციონების გვერდით ააგეს ნაყინისა და შოკოლადის სახლები, უფასო მაღაზიები, აქვე მოჩუხჩუხებს „კოკა-კოლასა“ და „ფანტას“ მდინარეები, ციდან იღვრება კანფეტების წვიმა და რაც მთავარია იქ მცხოვრებლებმა არაფერი იციან ბოროტების შესახებ.
ბავშვები მიხვდნენ, თუ მოვინდომებთ, სიკეთის ქალაქის აშენება ყველას შეგვიძლია.
იხილეთ ფოტოები: