საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულა 
19-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად - გიმნაზიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთვისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტის, გიმნაზიის დამფუძნებლის - ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა.

სასულიერო მსახურების შემდეგ მოსწავლე-მასწავლებლებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლს და აღნიშნეს მისი მნიშვნელოვანი როლი საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.

მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივი ლოცვით გაიხსენეს გიმნაზიის დამფუძნებელი და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მის სულიერ და საგანმანათლებლო მემკვიდრეობას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203