
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრამ მოაწყო გამოფენა - „ჩვენი ფანტაზია და მარჯვე ხელები“.
გამოფენაში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს ექსპონატები: ნახატები, ფერადი ქაღალდებით შექმნილი პლაკატები, ნაქსოვები ხისგან გაკეთებული ნივთები, თიხის ნაწარმი.
ბავშვები ინტერესით მოეკიდნენ გამოფენისთვის ექსპონატების შეგროვებას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და გამოვლენას.