ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
20-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ძვირფასი ქალბატონების - დედების მიმართ, სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

ღონისძიება მე-7 კლასის მასწავლებელმა, ლეილა იუზბაშიანმა დედის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება დაგეგმა და განახორციელა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - იმღერეს,  იცეკვეს, ქართულ და სომხურ ენებზე ლექსები წაიკითხეს და დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203