
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე ხელოვნების პედაგოგი ანჟელა გაბრიელიანი ზრუნავს, რომელიც მოსწავლეებს არაერთ საინტერესო პრაქტიკულ აქტივობას სთავაზობს.
ახლახან, სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა -ანჟელა გაბრიელიანმა IVა კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „დაზგური ფერწერა“.
დაზგური ფერწერის ღია გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნატურმორტი შექმნეს, წარმოდგენილი ჭურჭლისა და ხილის მაგალითზე. მოსწავლეები აკვირდებოდნენ საგნების ფორმას, ზომას და ფერთა ურთიერთკავშირს.
ყურადღება გამახვილდა კომპოზიციაზე, თბილ და ცივ ფერებზე, ასევე მოცულობის გადმოცემაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მიზანი იყო დაკვირვების უნარის განვითარება და ფერებითა და ტონებით მუშაობის სწავლა.
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.
იხილეთ ფოტოები: