​„სიძნელეების  პირისპირ“​ - ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რობინზონ კრუზოს თავგადასავალს პლაკატი მიუძღვნეს
19-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუზავეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მრავალფეროვან - როგორც სასწავლო-შემეცნებით, ისე შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებში არიან ჩართულნი, რაც მათ მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება. 

ახლახან, სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე პლაკატი დაამზადეს. აქტივობა იყო ქართული ენის საგაკვეთილო თემის -  „რობინზონ კრუზო“ - გამოძახილი. მოსწავლეებმა დანიელ დეფოს რომანის გმირის თავგადასავალს მიუძღვნეს ნამუშევარი სახელწოდებით - „სიძნელეების  პირისპირ“. 

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და ამასთანავე სახალისო აღმოჩნდა. შემდეგ კი ფორმატზე ილუსტრირებული წიგნი ააწყვეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203