​​​„რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა“​-შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო თავისუფალი გაკვეთილი
19-03-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და აქტივობებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

აღსანიშნავია, მე-10 კლასში ჩატარებული თავისუფალი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის თემა იყო - „რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა“. 

ფორმა: სესიური მუშაობა

მოსწავლეებმა წაიკითხეს თავისუფალი ესეები:

1.ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს რწმენაში და იბრძოდეს იმისთვის, რაც სწამს;
2.გმირობა პირადი გადაწყვეტილებაა;
3.ადამიანი საზოგადოებაზე ძლიერია;
4.ადამიანები ხშირად განსაცდელის წინაშე მარტო რჩებიან;
5.ძალადობა ადამიანის შინაგანი უძლურების გამოხატულებაა.

მოსწავლეებმა უპასუხეს აუდიტორის კითხვებს. ასევე წაიკითხეს ლექსები. 

ღია გაკვეთილი ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ტრაპაიძემ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203