ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი სარვამარტო ღონისძიება 
20-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

აღსანიშნავია ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა. 

ღონისძიება სახელწოდებით - „8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე“ მე-8 კლასის მასწავლებელმა ლუსინე პაპოიანმა დაგეგმა და განახორციელა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ, დედებსა და მასწავლებლებს ხოტბა შეასხეს და აღნიშნეს ქალის როლი საზოგადოებაში. 

ღონისძიება მოიცავდა არაერთ შემოქმედებით ნომერს - ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები.

„ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება იყო“,- ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის შემოქმედებითი მიდგომები. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203