
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მოსწავლეები ისტორიისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების - ლეილი ნაჰაპეტიანისა და ალისა აზარიანის ინიციატივით, ხერთვისის ციხეს სტუმრობდნენ. მოსწავლეებმა შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ისტორია შეისწავლეს და ბევრი ნაკლებად ცნობილი ფაქტიც შეიტყვეს.
მოსწავლეები ექსკურსიიდან ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
აღსანიშნავია, რომ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა დიდი ინტერესითა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა და ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება.
„ექსკურსია იყო, სასწავლო პროცესში ინტეგრირებული სწავლების მნიშვნელობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. როგორც ვიცით, სასკოლო ექსკურსიები ბავშვების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მოვლენაა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: