ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ინგლისურენოვანი ღონისძიება 
19-03-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებითა და ღონისძიებებით სწავლობენ. 

აღსანიშნავია, ინგლისური ენის მასწავლებლის - ლუსინე სოღოიანის ხელმძღვანელობით გამართული ღონისძიება თემაზე - შემოდგომა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები. სცენა გაფორმებული იყო შემოდგომის ფერებით, ფოთლებითა და ხილით.

ბავშვებმა სიხარულით წარმოაჩინეს ბუნების სილამაზე და მოსავლის მნიშვნელობა. ზეიმმა შექმნა თბილი და მხიარული განწყობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203