ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში თვითმმართველობის დღე მოეწყო
09-07-2018
ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად დამკვიდრდა სასწავლო წლის ბოლოს თვითმმართველობის დღის მოწყობა.
ერთი დღით მოსწავლეები ირგებენ სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის, პედსაბჭოს თავმჯდომარის, მასწავლებლების, ექიმისა და სკოლაში მოქმედი სხვა თანამდებობის პირების როლებს.
სკოლის თვითმმართველობის სხდომაზე მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს, თუ ვინ უხელმძღვანელებდა სკოლას.
სკოლის დირექტორისა და სასწავლო ნაწილის როლები მოირგეს ნონა მაჭავარიანმა და თამარ ჭიპაშვილმა, ასევე პედსაბჭოს თავმჯდომარის - ლიზა ბარბაქაძემ, რომელთა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას.
„ახალმა მასწავლებლებმა“ საკმაოდ ინოვაციური და საინტერესო გაკვეთილები ჩაატარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია