
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საგნებთან ერთად, სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან.
სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გამოხატვას ემსახურებოდა სარვამარტო შემოქმედებითი აქტივობა.
ქართულისა და ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა დედის დღისა და 8 მარტისადმი მიძღვნილი მისალოცი ბარათები შექმნეს.
ბავშვებმა დიდი მონდომებითა და სიყვარულით გააფორმეს ბარათები, გამოიყენეს სხვადასხვა ფერები, ნახატები და თბილი სიტყვები.
ამ აქტივობით მათ გამოხატეს მადლიერება, პატივისცემა და სიყვარული დედების მიმართ.
იხილეთ ფოტოები: