„ყველა სიკეთის დედაა ქალი“ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ზღაპრული ღონისძიება გაიმართა
19-03-2026

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში ჩატარდა დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ყველა სიკეთის დედაა ქალი“.

ღონისძიება, რომელმაც სკოლაში ამაღელვებელი განწყობა და საოცარი ემოციები დაატრიალა,  ბიბლიოთეკარ მარინა ჯიჯავაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს დედაზე და ქალზე ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების მიზანი იყო პატივისცემის გამოხატვა ყველა დედებისა და ქალების მიმართ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ გიმნაზიის დირექტორი მირიან (ნოდარ) სამხარაძე, ხელოვნების სკოლის დირექტორი, ფილოლოგიის დოქტორი ფოფოდია ნანა-ციცინო ანთაზე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი, ფილოლოგიის დოქტორი მაყვალა ანთაზე, გიმნაზიის სასწავლო პროცესის მენეჯერი მზიური კოჩალიძე, პედაგოგები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203