გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის წერის ვორქშოპი მოეწყო
19-03-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მიმართული მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ. 

ახლახან, მოსწავლეებისთვის წერის ვორქშოპი მოეწყო. 

„წერის პროცესი ხომ საკუთარ თავთან შეხვედრას ჰგავს... ჩვენი ვორქშოპი სწორედ ასეთი იყო - სავსე ახალი იდეებით, ფურცელზე გადატანილი ემოციებითა და შემოქმედებითი ძიებებით. საოცარია იმის დანახვა, თუ როგორ ცოცხლდება თითოეული სიტყვა მყუდრო გარემოში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ვორქშოპის მონაწილეებს გულწრფელობისა და ენთუზიაზმისთვის!

„წინ კიდევ ბევრი საინტერესო ამბავია“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო როგორც სასწავლო-შემეცნებით ისე სახალისო და თავშესაქცევ აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203