განათლების სამინისტროს ახალი სამმართველო ემატება - დეტალები
19-03-2026

განათლების მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტის დებულებაში ცვლილება შევიდა, რომლიც პროტოკოლის სამმართველოს დამატებასა და საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარებას ითვალისწინებს. ასევე განისაზღვრა, რომ  ადმინისტრაციის უფროსს ეყოლება სამი მოადგილე, რომლებიც: 

ა) ხელს უწყობენ ადმინისტრაციის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობენ და კოორდინაციას უწევენ ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, საქმისწარმოების სამმართველოს, ლოჯისტიკის სამმართველოსა და პროტოკოლის სამმართველოს მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტებს;

დ) ასრულებენ მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის დავალებებს;

ე) ადმინისტრაციის უფროსის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებენ ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებას;

ვ) ავიზებენ ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, იმ სამმართველოებში მომზადებულ დოკუმენტებს, რომელთა ზედამხედველობასა და კოორდინაციასაც ისინი ახორციელებენ;

ზ) ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების ან/და ადმინისტრაციის უფროსის უშუალო დავალებით საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;

ბ) უცხო ქვეყნის დელეგაციების საქართველოში ვიზიტების დაგეგმვა, საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;

გ) საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან და მინისტრის მოადგილეებთან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება;

დ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეების და მათი თანმხლები დელეგაციის წევრების საზღვარგარეთ დაგეგმილი ოფიციალური, სამუშაო და ტრანზიტული ვიზიტების ორგანიზება; დღის წესრიგის შედგენა; სამგზავრო ბილეთების, სასტუმროსა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა; შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203