დედის დღისადმი მიძღვნილი ზღაპრული დღეები თბილისის N143 საჯარო სკოლაში
19-03-2026

თბილისის N143 საჯარო სკოლაში დედის დღე გრანდიოზულად აღინიშნა. 

ეს ლამაზი დღესასწაული არაერთმა კლასმა აღნიშნა. დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

2 მარტს, სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედავ, სოცოცხლის დიდო საწყისო!“

ეს იყო ერთი თბილი და ემოციებით სავსე შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც მთელი სამყაროს სიყვარულს იტევენ.

მოსწავლეებმა დედებს მიუძღვნეს ლექსები, ლიტერატურული ჩანახატები, შეასრულეს სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები და ასე გაუფერადეს ცხოვრების უმთავრეს ადამიანებს გაზაფხულის ულამაზესი დღესასწაული.როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი იყო ღონისძიებაში მშობელთა ჩართულობა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კლასის ამრიგებელი ქეთევან მანია და მუსიკის პედაგოგი მზია გაგნიძე. 

2 მარტსვე, IV კლასში სპორტის, მუსიკისა და ქართული ენის მასწავლებლების ინიციატივით, დაიგეგმა და წარმატებით ჩატარდა დედის დღისადმი მიძღვნილი ინტეგრირებული ღონისძიება -„მხიარული სტარტები“.

ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მშობელეთა აქტიური ჩართულობა, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო თბილი, ემოციური და სახალისო გარემო შესძინა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ - კლასის დამრიგებელი ნეკო ლაცაბიძე, სპორტის მასწავლებელი ტატა ჩეტვეროვა და მუსიკის მასწავლებელი თეა არზიანი.

4 მარტს, კი 1-ელი კლასის მოსწავლეებმა შეასხეს ხოტბა ძვირფას ქალბატონებს. გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედის გულიდან ცისარტყელამდე“.

ეს იყო თბილი და ემოციებით სავსე დღე, რომელიც 1-ელი ა კლასის მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და წარმოადგინეს მცირე ინსცენირებები.

ღონისძიება მშობელთა მაქსიმალური ჩართულობით გაიმართა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ 1-ელი კლასის დამრიგებელი ნატა ქუშაშვილი და მუსიკის პედაგოგი მზია გაგნიძე. 

5 მარტს კი სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „მობრძანდება გაზაფხული, დედასავით ლამაზი“.

მოსწავლეებმა დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები. დღემ ძალიან მხიარულად და ხალისიანად ჩაიარა.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ირინა მჭედლიშვილი, მუსიკალურად კი გააფორმა მუსიკის პედაგოგმა - მზია გაგნიძემ. 

სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა IX და V კლასების მოსწავლეთა ლამაზმა სანახაობამ. 

ღონისძიება სახელწოდებით -  „დედაშვილობა“ 6 მარტს გაიმართა. მოსწავლეებმა დედების როლსა და ამაგს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა მზია პაპუნაშვილი, მუსიკალურად კი გააფორმა მასწავლებელმა - ეკა ბარნაბიშვილმა. 

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203