ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერებმა საინტერესო შეხვედრა გამართეს  
19-03-2026

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლას სათაფლიის ნაკრძალის რეინჯერები ესტუმრნენ, რომლებმაც მე-10 კლასის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარი თემები იყო:

ეკოსისტემები;

• დაცული ტერიტორიები.

ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს, დასვეს ბევრი კითხვა და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა რეინჯერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და ეკოლოგიურ საკითხებზე ცოდნა გაიმდიდრეს

სტუმრებმა მოსწავლეებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს, რამაც გაკვეთილი კიდევ უფრო ცოცხალი და შემეცნებითი გახადა.

სკოლაში მადლობას უხდიან რეინჯერებს სტუმრობისა და ასეთი საინტერესო დისკუსიისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203