ზოგადი და უმაღლესი განათლების კანონებში დაგეგმილი ცვლილებები საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს - დეტალები
19-03-2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურმა მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩაატარა.

საბჭოს წარედგინა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ეფუძნება „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში შეტანილ ცვლილებებს, აგრეთვე მინისტრის 2026 წლის 20 თებერვლის №20/ნ ბრძანებას — „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე კრედიტების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“.

დოკუმენტებში შესატანი ცვლილებები უნდა შეთანხმდეს მრჩეველთა საბჭოსთან, როგორც ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების პროცესებში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველსაყოფად შექმნილ ცენტრის დირექტორის საკონსულტაციო კოლეგიურ ორგანოსთან.

მრჩეველთა საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა ეროვნულ კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორში შესატანი ცვლილებების პროექტზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203