თბილისის N136 სკოლის მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების გათავისებას საინტერესო პროექტი მიეძღვნა
18-03-2026

თბილისის N136 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება. 

აღსანიშნავია, მე-7 და მე-7 კლასებში განხორციელებული პროექტი, რომელიც სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მისი მნიშვნელობის გააზრებას ემსახურებოდა. 

„ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის ცხოვრების სტილია, რომელიც ერთმანეთთან უწყვეტ კავშირში მყოფი აუცილებელი კომპონენტებისა და პირობებისგან შედგება და ადამიანის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

მისი ძირითადი პრინციპებია:

  • ჯანსაღი კვება;
  • პირადი ჰიგიენა;
  • ფიზიკური აქტივობა;
  • მავნე ჩვევების პრევენცია;
  • დღის რეჟიმი;
  • უსაფრთხო გარემო.

ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების გათავისება, როგორც ადრეულ, ისე სასკოლო ასაკში, ვინაიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპების დაცვა ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, იმუნური სტატუსის ჩამოყალიბებას, სწავლის უნარისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სხვა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას“,- აღნიშნავს პროექტის ავტორი, მოქალაქეობის პედაგოგი, ნათია შაქარიშვილი და დასძენს, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნული გახდა მთავარი მოტივი განეხორციელებელინა პროექტი, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. 

მე-7 კლასელები პროექტში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და თემის შესახებ საინტერესო პრეზენტაციები შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203