
თბილისის N175 საჯარო სკოლაში ქიმიის მოყვარულ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მეცნიერებმა სიღმისეულად შეისწავლონ.
სკოლაში ქიმიის კლუბმა განაახლა ფუნქციონირება. პირველი შეხვედრა დაეთმო ექსპერიმენტულ მუშაობას, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგეს ნივთიერებათა თვისებების შესასწავლად.
სამუშაო პროცესის ძირითადი აქცენტები იყო:
სითხეების სიმკვრივე: მოსწავლეებმა შეისწავლეს სითხეთა ფენებად განლაგების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები და სიმკვრივის გავლენა ნივთიერებათა ურთიერთქმედებაზე.
„ქიმიური იო-იო“: ექსპერიმენტის მეშვეობით მოხდა აირთა გამოყოფისა და ნივთიერებათა დიფუზიის პროცესების ვიზუალიზაცია.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი პრაქტიკული მეცადინეობები ხელს უწყობს მოზარდებში კვლევითი უნარების განვითარებასა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაღრმავებას.
კლუბი აგრძელებს აქტიურ მუშაობას ახალი პროექტებისა და კვლევების მიმართულებით.
იხილეთ ფოტო: