
თბილისის N12 საჯარო სკოლის მე-3 კლასელებისთვის სახალისო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
IIIდ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის ლალი ცარციძის ხელმძღვანელობით, ხის სათამაშოების სოციალურ საწარმო „კოდალას“ სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა დედის დღისადმი მიძღვნილ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
მათ თავიანთი ხელით შეძლეს ხის მასალის დაზუმფარება/გაშკურკვა, დაწებება და დედისათვის ყვავილის დამზადება წარწერით -„საუკეთესო დედას“.
ყველა მოსწავლეს გადაეცა „ნორჩი ოსტატის“ სერტიფიკატი.
იხილეთ ფოტოები: