თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამედიცინო ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ 
18-03-2026

დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან, ამ მიზნით კი არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას სთავაზობენ. 

ახლახან, მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

სკოლის lX, XI და XI კლასის (ქიმიის მასწავლებელი ნათია დვალიშვილი) მოსწავლეები ეწვივნენ „სინევოს“ (Synevo) ლაბორატორიას, სადაც გაეცნენ თანამედროვე სამედიცინო ლაბორატორიის მუშაობის პრინციპებს.

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის სამედიცინო კვლევების მნიშვნელობის გაცნობა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის პროცესის ნახვა. ლაბორატორიის დათვალიერებისას მოსწავლეებმა ასევე ნახეს, როგორ ხდება სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემეცნებითი უნარების განვითარებას, მეცნიერებისა და მედიცინის სფეროსადმი ინტერესის გაღვივებასა და პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203