
თბილისის N154 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად, სკოლაში მარიამ ზედგინიძის წარმატებას აღნიშნავენ, რომელიც ტაეკვანდოს აქტიურად მისდევს, ახლახან კი თბილისის ლიგის ჩემპიონატში იასპარეზა წარმატებით.
27 თებერვლიდან 1-ელი მარტის ჩათვლით ჩატარდა თბილისის ლიგის ჩემპიონატი ტაეკვანდოში, სადაც მე-8 კლასის მოსწავლემ II ადგილი დაიკავა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებები მარიამს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები: