
თბილისის N190 საჯარო სკოლის IIგ კლასში დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრებითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით.
პატარა მონაწილეებმა აუდიტორიის წინაშე წარადგინეს ლექსები, სიმღერები და ლამაზი ნომრები, რომლებიც დედებისადმი სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდა.
საზეიმო შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა დასასრულს, როდესაც მოსწავლეებმა დედებს საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები გადასცეს.
ღონისძიებამ თბილი და დაუვიწყარი განწყობა შექმნა როგორც მშობლებისთვის, ისე მონაწილეებისთვის.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი ანი ალიმბარაშვილი, მუსიკალურად კი გააფორმა მუსიკის პედაგოგმა ქეთინო შოშიტაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: